Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№01/29-01

24.01.2023 წ.

ქ. თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დასაფინანსებლად კონკურსის პირობები და ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი ლევან საბაური – ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე – დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;

დ) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

ე) ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე - ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი

ვ) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი;

ზ) ლალი  ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

თ) დავით მახვილაძე - კონსულტანტი.

2.  წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
 

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი                  გიორგი ღაღანიძე